გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ იქცა იმ რეჟიმად, რომლის დროსაც, ქვეყანამ ადამიანის უფლებათა გაუარესებით თვალსაზრისით განიცადა ყველაზე დიდი ვარდნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

2025 წლის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 362 ამ ბაზაში პირველად დარეგისტრირდა - ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველ წელს ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი სიორიძე სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქამდე, სახალხო დამცველის მხრიდან ასეთი მწვავე ანგარიში არ გვახსოვს.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, მას რეალობა ადრეც ასე კრიტიკულად და ადეკვატურად შეეფასებინა. მისი წლევანდელი ანგარიში მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით საგანგაშოა სამი მიმართულება, რომელიც ეხება ბავშვთა შიმშილს, პოლიციელების მხრიდან ძალადობას და საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

2025 წლის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 362 ამ ბაზაში პირველად დარეგისტრირდა. ამასთან, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშნული დახმარების პირველად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. აქვე, საგულისხმოა, რომ ბაზაში არის რეგისტრირებული 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს.

ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველ წელს ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შია.

სახალხო დამცველმა გამოავლინა, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავების, ასევე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანასა და ადმინისტრაციულ შენობებში, დაკავებულ პირებს პოლიციელები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. დაკავებულ პირებს, პოლიციელები აგინებდნენ, ბუქნებს აკეთებინებდნენ და ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავ მოპყრობას. აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია და საზოგადოებაში განგაშიც ამტყდარა. ეს რომ სისტემური დანაშაულია და ამ რეჟიმის სახე, კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ პირობებში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ციხეებში არსებული სისტემური დანაშაულის ფონზე, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. პატიმრებს ხშირად არ აძლევენ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის უფლებას.

დიახ, „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის დროშით, საზოგადოებას ჰპირდებოდა თავისუფლად სუნთქვას, იქცა სწორედ იმ რეჟიმად, რომლის დროსაც, ქვეყანამ ადამიანის უფლებათა გაუარესებით თვალსაზრისით განიცადა ყველაზე დიდი ვარდნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“, - აღნიშნა სიორიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა