ლევან მაჭავარიანი - ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს

ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როგორ ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა „სიმართლეს თვალი გაუსწორა და გამოფხიზლდა“.

„წერილში ბევრი რამ არის, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები და აბსურდია. არის რაღაცები, რაც ლოგიკურია. ეს რაღაცები, რაზეც ვამბობ რომ ლოგიკურია, არის ზუსტად ის, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობთ და ზუსტად ის, რითაც „ქართული ოცნება“ ვმოქმედებთ. ბატონმა ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აზრი აღარ აქვს ამ აბსურდში ცხოვრებას და სავარაუდოდ, ცდილობს რეალობას თვალი გაუსწოროს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იგი უნდა დათანხმდეს იმ ხაზს, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება და უნდა თქვას, რომ ჩვენი ხაზი არის უალტერნატივო - ჩვენი პოლიტიკა, როგორც საგარეო, ისე საშინაო. შესაბამისად, მის წერილში თანხვედრები მოხდებოდა ჩვენა პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ისიც კარგად გაიაზრა, სავარაუდოდ, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ" მოვიგეთ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და ჩვენი მოქალაქეების დაკვეთის შესრულებით. ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს. შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები და გააგრძელებს თუ არა იგი ამ მესიჯბოქსს, რაც ჯამურად აქვს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა