მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი - გვჭირდება შიდა თუხთუხი!

როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი, „ახალი“, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არის კიდევ „რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული”.

“როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად. მიზანი შესრულდა, მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს და ვუყურებ, რომ “ახალი” ახლა გაჭედილია. ამათ გარდა არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებული”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჯერ ვერ პასუხობს გამარჯვების კრიტერიუმებს.

“დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს? ჯერჯერობით არა....რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე “კონკურენტ ოპოზიციას” გაყალბებულ არჩევნებში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სურს უპასუხოს მის ძველ მეგობარს, ნიკა გვარამიას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და რომლის პოზიციას არ იზიარებს.

“უნდა ვუპასუხო ჩემ ძველ მეგობარს, გვარამიას - მე ამას ვერ გავიზიარებ. 4 ოქტომბერი არ იყო გონება დაბინდვის დღე. ეს იყო 200 000 გულანთებული ადამიანის ბრძოლა აქციის ორგანიზატორებთან ერთად”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება „მხოლოდ შიდა თუხთუხი“.

„რუსეთი იწვის, ნახეთ მოსკოვში როგორ აფრინდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახურავი. ზუსტად ასე ხუფივით არის მომჯდარი ეს რეჟიმი საქართველოს. ზუსტად ასე ადგას ივანიშვილის სასახლე თბილისს, ისევე, როგორც ეს დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება მხოლოდ შიდა თუხთუხი. თუ დააკვირდებით, როგორც ამ სახურავმა (მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის) ვერ გაუძლო წნევას და მოძვრა. არის თუ საზოგადოების თუხთუხი საკმარის დონეზე? ეს თუხთუხი არ არის ზოგადი წნევა, ეს არის თუხთუხი უსამართლობაზე, საქართველოს ღირსების დაკნინებაზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე... ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვშლით და მინდა დარბაზს ვკითხო, ეს დუღილის ტემპერატურა, ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ? - ალბათ, არა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს