ვიკა ფილფანი - ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ლევან იოსელიანის ნაცვლად გორდულაძე პასუხობდა - სახალხო დამცველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს

სახალხო დამცველმა თავისი მანდატი დღეს გადასცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს იოსელიანის ნაცვლად გორდულაძე პასუხობდა და იცავდა სახალხო დამცველს,- ამის შესახებ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფილფანი აღნიშნავს, სახალხო დამცველს არ შეუძლია დაასახელოს პასუხისმგებელი პირი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე.

„სახალხო დამცველმა თავისი მანდატი დღეს გადასცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს იოსელიანის ნაცვლად გორდულაძე პასუხობდა და იცავდა სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველს არ შეუძლია დაასახელოს პასუხისმგებელი პირი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე!

სახალხო დამცველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს“,- წერს ფილფანი.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს უსმენენ. ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ