დიაბეტის მქონე მოზარდებს, ბანაკში გამგზავრებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექს ჯორჯია“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი წელსაც იმართება.

22 ივნისს, ლაგოდეხში გამგზავრებამდე, ბანაკის მონაწილეები, ტრადიციულად, თსსუ-ში შეიკრიბნენ, სადაც მათ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა.

„ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა და მრავალმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოზარდებს, რათა მათ მიიღონ სიღრმისეული სამედიცინო განათლება საკუთარი მდგომარეობის მართვის შესახებ, რაც მათ დამოუკიდებელ და სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარებათ. გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ფიზიკური აქტივობა და სოციალიზაცია. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობა ამაში მათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

თსსუ-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე. მან ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბანაკში დროის ნაყოფიერად გატარება უსურვა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ექს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ. მან ბავშვებს ბანაკის ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სპეციალურად შერჩეული პროგრამა მოიცავს ოთხჯერად კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, სისხლში შაქრის სამჯერად კონტროლს, შემეცნებით ტრენინგებსა და მოზარდებისთვის ჯანსაღი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ამერიკული პროგრამა 1995 წლიდან ხორციელდება. ორგანიზატორები 30 წელია, რაც საქართველოში 12-17 წლის მოზარდებისთვის სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებს წარმატებით ახორცილებენ.

მიმდინარე წელს ბანაკი 21-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 35 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმააციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა