„ალდაგში“ ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კორპორატიულ ავტომობილებს.

არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოეულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება.

„თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, შაბათიდანვე აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდობიან და ასეთი სტიქიის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ელიან ჩვენგან“, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“ ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.

გასულ წელს, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალების საერთო რაოდენობამ 110 მლნ ლარამდე შეადგინა.

ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ