ნინო წილოსანი - ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ დგას ფუნდამენტალისტ „ნაცებზე“, რომლებიც ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ ბელად სააკაშვილს

ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა - „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც „სჭირდება ისეთი იაფფასიანი „შოუმენი“, როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი".

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ სრულებით არანორმალური ლიდერი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი სახით, ახალი არაა. მაგრამ ამ ლიდერის წინ, კეკლუცობისთვის და თბილი ადგილის მოსაპოვებლად რომ ახლა ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს, ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ალბათ. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთის იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმიტომ იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ და როგორღაც პირველობა დაიმსახურონ. თუმცა ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც სჭირდება ისეთი იაფფასიანი „შოუმენი“, როგორიც არის ნანუკა ჟორჟოლიანი.

ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, რომ მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს და გააკეთონ. „ნაცმოძრაობა“ არის დაღმასვლისკენ მომავალი პარტია, რომელსაც არათუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც „ნაცმოძრაობა“ დღემდე დგას, არის ფუნდამენტალისტი „ნაცები“, რომლებიც ვერ გამოდიან ძალადობრივი რეალობიდან და ფაქტობრივად, სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ თავის ბელად სააკაშვილს“, - განაცხადა წილოსანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ