ნინო წილოსანი - ლევან ხაბეიშვილი ვერ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში სულელი არავინაა - მისი ნამდვილად არავის სჯერა

ლევან ხაბეიშვილი ვერ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში სულელი არავინაა - მისი ნამდვილად არავის სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში, ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე საუბრობს.

„არ შეიძლება ხაბეიშვილისეულ გამონათქვამს ან მოსაზრებას ჩვენთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი უგუნური ქმედებებით. მის ერთ „პოსტში" კარგად ჩანს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე საუბრობს. თავად ამბობს, „ქალი ქალია, კაცი კაცია“, თუმცა ასევე ამბობს, რომ „ევროკავშირი არ გვთხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას". ამ პირველივე წინადადებიდან მიხვდებით, რამდენ ტყუილს მოიცავს ეს „პოსტი". მათი მხრიდან, პრინციპებს, ქალი რომ ქალია, კაცი რომ კაცია და ოჯახი რომ ქალის და კაცის ერთობაა, არანაირი მხარდაჭერა არ უნახავს არც ერთ ეტაპზე. პარლამენტში არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა გვქონდა და „ნაციონალური მოძრაობა" იყო ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე ოჯახური ღირებულებების. თავადვე დადიოდნენ და თავის პატრონებს უცხოეთში აზიზღებდნენ ქართველ ხალხს, რომლებმაც ოჯახური ღირებულებები ავირჩიეთ და ჩვენი სარწმუნოება ვაღიარეთ სხვადასხვა ყოფით საკითხებზე. მათთვის ეკლესიაც და ოჯახიც არის ის სოციალური და რელიგიური ნორმა, რომელსაც პირდაპირ უნდა ებრძოლონ, უბრალოდ, თავის პოსტში გადაწყვიტა გადაახალისოს მიდგომები და იმ საზოგადოებაზე იმუშაოს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში სულელი არავინაა. ხაბეიშვილის ნამდვილად არავის სჯერა“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა