თაზო დათუნაშვილი - საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი პირდაპირ არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი

საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი პირდაპირ არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა.

დათუნაშვილის თქმით, ფასის კატასტროფული ზრდის ფონზე, საქართველოში დასაქმებულების ხელფასი მინიმალურ საჭიროებებს არ აკმაყოფილებს და თავის გასატანად საკმარისი არ არის.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2400 ლარამდე დაითვალეს, თუმცა, ცხადია, ეს რიცხვები რეალობას არ ასახავს. რეალობის საუკეთესო ინდიკატორი და აპრობირებული მეთოდი მთელს ცივილიზებულ სამყაროში არის მედიანური ხელფასის დათვლა. მედიანური ხელფასი კი თითქმის 2-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი და 1330 ლარს შეადგენს. საშუალო ხელფასის რიცხვები გაზრდილია მაღალანაზღაურებადი სექტორის, მაღალი ხელფასებით ისეთით, როგორც არის IT სფერო, საფინანსო და სადაზღვევო სექტორები. ამავდროულად, როდესაც მაღალია ანაზღაურება IT სექტორში, ძალიან დაბალია ხელფასი დღემდე სკოლის პედაგოგებისთვის, ბაგა-ბაღის აღმზრდელებისთვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ყოველდღიური სიკეთისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას 1330 ლარი აქვს ხელფასი საშუალოდ და ისინი ყოველდღიურად იბრძვიან გაორმაგებული კომუნალური გადასახადების, გაჭირვებისა და სიდუხჭირის წინააღმდეგ. გარდა ამისა, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი პრობლემა., რაც მოქალაქეებს აწუხებთ, ქონების გადასახადია.

„ლელო“ შემოდის ინიციატივით და აუცილებლად განახორციელებს ამ ინიციატივას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რომ 40 ათას ლარიანი ზღვარი ოჯახისთვის აიწიოს მინიმუმ 100 ათას ლარამდე და მხოლოდ ისეთ მოქალაქეებს დაეთვალოთ ქონების გადასახადი, ვისაც 100 ათასი ლარი ან მეტი აქვს შემოსავალი. ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ არ ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე. ის ზრუნავს საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და ჩვენი ქვეყნის მტრების ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ვგულისხმობ რუსებს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

„საქსტატის“ ცნობით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836.0 ლარი იყო.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა