დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას განიხილავენ

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მალე განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბელარუსის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებულ სიტუაციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ალექსანდრე გრიგორიევის ძემ (ლუკაშენკომ) ისაუბრა, ის უახლოეს მომავალში კონტაქტების დამყარებას გეგმავს. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ამ და სხვა საკითხების განსახილველად“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ეს „მუქარა აბსოლუტურად აგრესიულია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა“.

„მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობას და თავად ბელარუსს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთი კვირა აქვს იმ რეტრანსლატორების მოსახსნელად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების სიზუსტეს უზრუნველყოფენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ