მთავრობა უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავს

მთავრობა უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, უცხოელთა ერთიანი რეესტრი იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, რეესტრი „საშუალებას მოგვცემს, თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს“.

„შემოდის უცხოელთა ერთიანი რეესტრის ცნება. ვფიქრობ, რეესტრი სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს იმისა, რომ დეტალურად აღირიცხოს და მოხდეს ყველა უცხოელის შემოსვლის, ქვეყანაში რეგისტრაციის, სერვისებით სარგებლობის ზედამხედველობა და აღრიცხვა. როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს რეესტრი, ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე, უცხოელთა ერთიანი რეესტრი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი გახდეს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა