შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი - 2025 წლის განმავლობაში 7111 პირველადი და შემდეგი ინსპექტირება განხორციელდა - გაცემულია 28000-ზე მეტი მითითება და 3479 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია გაცემული

2025 წლის განმავლობაში 7111 პირველადი და შემდეგი ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 3709 შეეხო უშუალოდ პირველად ინსპექტირებას. ჯამში გაცემულია 28000-ზე მეტი მითითება და 3479 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია გაცემული, 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციულ საქმის წარმოება,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ფერაძის ინფორმაციით, რაც შეეხება უშუალოდ შრომის უსაფრთხოებას, 4312 ინსპექტირება განხორციელდა, შედგა 2387 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. უსაფრთხოების შემოწმება შეეხო ფაქტობრივად 42 ათას დასაქმებულ პირს. ინსპექტირებამ მოიცვა ფაქტობრივად ყველა რეგიონი.

„რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, შემოწმებული კომპანიების 8%-ში არ იყო ჩატარებული სრულფასოვნად სწავლება და ინსტრუქტაჟი, დასაქმებულები 7%-ში არ იყვნენ აღჭურვილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ობიექტზე არ იყო შესაბამისად საფრთხეები და რისკები შეფასებული 6%-ში, ობიექტზე არ იყო განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, ობიექტზე ასევე არ იყო ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური ფაქტორები შეფასებული 5%-ში. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკურ დინამიკას, ზრდადია იმ კომპანიების მაჩვენებელი, რომლებმაც გამოასწორეს დარღვევები. 2024 წელს თუ შევადარებთ 2025 წელს, ფაქტობრივად, გაორმაგებულია იმ კომპანიების ოდენობა, რომლებმაც პირველადი შემოწმების შემდეგ სრულად აღმოფხვრა გარკვეული დარღვევები. 2018 წელთან შედარებით, სწორედ ამ დროს ამოქმედდა პირველი რედაქციით შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი და 18%-ით არის შემცირებული ინციდენტების მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე. წინა წელთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე 2025 წლის ბოლომდე 46%-ით არის შემცირებული ასეთი შემთხვევები სამუშაო ადგილებზე“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, რაც შეეხება შრომის უფლებებს, მისი თქმით, 2799 ინსპექტირება განხორციელდა, პირველადად შემოწმდა 1700-მდე ობიექტი.

„გაცემულია ფაქტობრივად 4000 მითითება, ზედამხედველობა შეეხო 35 ათას დასაქმებულ პირს. ჯამში ორივე მანდატით 70 ათასზე მეტი ადამიანი მოცული. რაც შეეხება დარღვევებს, 23%-ში დარღვევები უკავშირდებოდა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევებს, სამუშაო დროსთან და შესვენებასთან დაკავშირებული საკითხები დარღვეული იყო 19%-ში, რაც შეეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დარღვევას, 10,7%-ში იყო დარღვეული. შვებულების წესთან დაკავშირებული პრობლემა 4,7%-ში იდგა, შინაგანაწესთან დაკავშირებული პრობლემები იყო ასევე ერთ-ერთი გამოწვევა, შრომის ურთიერთობების შეჩერებასთან, ანაზღაურების ფორმასთან და ოდენობასთან. აქაც საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონი იქნა მოცული.“- განაცხადა ფერაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს