მედია - Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა განთავსდა სანქცირებულ ტელეარხ „იმედზე“

გამოცემა City AM-ის ინფორმაციით, კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა განთავსდა ქართულ სანქცირებულ ტელეარხ „იმედზე“, რომელსაც რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებენ.

გამოცემის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმელისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც თებერვალში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა.

მარტში, Transparency International-მა Nestle დასავლური კომპანიების იმ ჯგუფს შორის დაასახელა, რომლებმაც არხთან კავშირები შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სანქციების სიაში იყო შეტანილი. გამოცემა წერს, რომ როგორც ჩანს, Nestle „იმედის“ მეშვეობით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა Nescafe, Nescafe Gold და Nesquik.

City AM-ის ინფორმაციით, Nestle-ს გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან გილი ხელმძღვანელობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ