შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში სწავლით დაინტერესებულ უცხოელებს შორის ინდოეთის მოქალაქეები ლიდერობენ

საქართველოში სწავლით ყველაზე მეტად ინდოეთის მოქალაქეები ინტერესდებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სწორედ ინდოეთიდანაა ყველაზე მეტი მსურველი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და განათლება მიიღოს.

მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ძირითადი მოთხოვნა კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

„ძირითადად, უფრო მეტი ჩარიცხვა კერძო უნივერსიტეტებში ხდება. ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია. ინდოეთიდანაა ყველაზე მეტი მსურველი, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველოში სწავლის სურვილი ამ დროისთვის, 64 765-ს უცხოელს აქვს.

„მომლოდინე, დაახლოებით, 65 000-მდე სტუდენტია, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს. დღეის მდგომარეობით, ჯამში, სხვადასხვა პროგრამაზე 64 765 სტუდენტია. 35 000 აქვს ბინადრობა, მაგრამ დანარჩენებს აქვთ სურვილი, ჩამოვიდეს და ისწავლოს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ