საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, თემურ უგულავას გარდაცვალების გამო

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ქართველი ბიზნესმენის, ჩვენი წევრი კომპანიის „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებლის, თემურ უგულავას გარდაცვალების გამო.

„თემურ უგულავა თანამედროვე ქართული ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელმაც განსაკუთრებული და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოში სტუმარმასპინძლობის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაში.

მისი ხედვა, ინოვაციური მიდგომები და გაბედული პროექტები არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესსაქმიანობის, არამედ ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თემურ უგულავას სახელს უკავშირდება არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტი, რომლებმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღირსეულად წარმოაჩინა, ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობა გააძლიერა და ახალი ხარისხობრივი სტანდარტი დაამკვიდრა ბიზნესის განვითარების სფეროში.

თემურ უგულავა გამოირჩეოდა შემოქმედებითი აზროვნებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულებით, რომლებიც პროგრესსა და განვითარებას ემსახურება. მისი საქმიანობა და მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ქართული ბიზნეს საზოგადოებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თემურ უგულავას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და „აჭარა ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ მათ ტკივილს და პატივს მივაგებთ ადამიანის ხსოვნას, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თანამედროვე ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა