ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებზე - სახლი ჯერ არ აგვიშენებია, თუმცა წარმატებით მოვამზადეთ საძირკველი

გუშინ ძალიან კარგი დღე იყო, იმას მივაღწიეთ, რაც გვსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საბოლოო შეთანხმება სახლია. ჩვენ საძირკველი მოვამზადეთ, სახლი ჯერ არ აგვიშენებია, თუმცა წარმატებით მოვამზადეთ საძირკველი, რომ ამერიკელი ხალხისთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ვენსის თქმით, შვეიცარიიდან აშშ-ში ბრუნდება, მაგრამ მუშაობას ტექნიკური ჯგუფები გააგრძელებენ.

„ჩვენ გვსურდა, რომ შეგვექმნა სტრუქტურა, რათა შესაბამისი პოლიტიკური ზედამხედველობა ყოფილიყო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ძალიან ლამაზია, აქ 60 დღის განმავლობაში ვერ დავრჩები. ტექნიკური მოლაპარაკებები მომდევნო კვირებისა და დღეების განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსის ცნობით, ირანი დათანხმდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს თეირანში დააბრუნებს.

„ეს ამერიკელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა ვენსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ