პაატა დავითაია - რუსეთის ფორსირებული ქმედებები ცხინვალთან დაკავშირებით არის საგანგაშო, გაზრდილია ჩვენი  ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხე

რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვავრცელებ ინფორმაციას, რომ კრემლის მიერ ფორსირებული ქმედებები ცხინვალთან დაკავშირებით არის საგანგაშო, გაზრდილია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხე - ამის ნათელი მაგალითია დღეს რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სეპარატისტთა ლიდერთან ალან გაგლოევთან, სადაც 9 მაისის ხელშეკრულების გაძლიერება და მის ფარგლებში კოორდინაციის გაფართოება განიხილეს, რაც სახიფათოა ხელშეკრულებაში მითითებული გარკვეული პუნქტებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას გამარტებით, 9 მაისის ხელშეკრულება მოიცავს ნორმას, რომლის მიხედვით რუსეთის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები მოქმედებს ცხინვალის რეგიონში, რაც სრული აბსურდია, ეს ცხადყოფს, რომ საუბარია არა ურთიერთობებზე ცხინვალსა და მოსკოვს შორის, არამედ ცხინვალის ტერიტორიის სრულ ინტეგრაციაზე მოსკოვთან, რაც ანექსიის ნიშანია.

„კატეგორიულად მიუღებელია, ის სიჩუმე, რასაც საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ნაბიჯებთან დაკავშირებით იჩენს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაკეთდეს მკაცრი განცხადებები და გადაიდგას მკვეთრი ნაბიჯები, გამოცხადდეს ძებნა სეპარატისტთა ლიდერებზე, რაც სამომავლოდ გახდება საფუძველი სამართლებრივი ნორმისა, რომლის მიხედვითაც ანულირებული იქნება ძებნილი პირების მიერ გაკეთებული ხელმოწერა ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტზე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე. ახლა საჭიროა მეტად აქტიური თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და არა მათი კრიტიკა და დაპირისპირება, პირიქით საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ისინი იმ საფრთხეების შესახებ, რაც დაკავშირებულია კრემლში გამართულ შეხვედრებთან, რათა იმ პირობებში, როდესაც მზადდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია, არ დავრჩეთ რუსეთის პირისპირ მარტო, პარტნიორების გარეშე“,- აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა