ეკა ბესელია - ელენე ხოშტარია ხელჯოხით მოვიდა, ცდილობდა, არ შეემჩნია ტკივილები - მივიღე პირობა, რომ შეხვდებიან მის მიერ მოთხოვნილ ექიმს - უნდა განისაზღვროს, თუ სად ჩატარდეს მკურნალობა

ადვოკატი ეკა ბესელია რუსთავის ქალთა ციხეში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ელენე ხოშტარიას შეხვდა.

ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

მისი თქმით, დაავადება, რომლის მკურნალობისთვისაც ხოშტარია თურქეთში იმყოფებოდა, პროგრესირდა და დამატებითი გართულებებიც გამოიწვია.

ადვოკატის ინფორმაციით, მიიღო პირობა როგორც მთავარი ექიმისგან, ისე ხელმძღვანელობისგან, რომ ანალიზების პასუხები სწრაფად იქნება მიღებული. ამის შემდეგ იგეგმება ხოშტარიას მიერ შერჩეულ ექიმთან კონსულტაცია, დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განსაზღვრა.

„ბოლოს რომ ვნახე [ელენე ხოშტარია], არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა. ახლა ხელჯოხი სჭირდება. ხელჯოხით მოვიდა. ვიზუალურად ცდილობდა არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. პროგრესირება მოხდა იმ დაავადების, რის გამოც დასჭირდა თურქეთში წასვლა და მკურნალობა. დაავადება ტრანსფორმირდა სხვა სირთულეებშიც. როგორც მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მთავარი ექიმი შეხვდა.

პირობა მივიღე, როგორც მთავარი ექიმისგან, ასევე დირექტორისგან, რომ ძალიან სწრაფად მიიღებენ ანალიზების პასუხს, მათ შორის, შეხვდებიან ელენეს მიერ მოთხოვნილ ექიმს და მასთან ერთად გაივლის მთავარი ექიმი კონსულტაციას. ერთმანეთს გაუზიარებენ ანალიზის შედეგებს, რომ დიაგნოზი დაისვას, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს, თუ მკურნალობა სად უნდა ჩატარდეს. თურქეთის მხარესთან ელენეს ნდობით აღჭურვილი იქნება საკონტაქტო პირი“,- განაცხადა ბესელიამ „ტვ პირველთან“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა