აბიტურიენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ დააჯილდოვა

აბიტურიენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის „ერთიანი ჯანმრთელობა - ვეტერინარია, მედიცინა, ფსიქოლოგია და სტომატოლოგია" დაჯილდოება 22 ივნისს გაიმართა.

საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ესეს ავტორები გამოავლინა, რომელთაც "ევროპის უნივერსიტეტში" სწავლა ერთი წლის განმავლობაში დაკავებული ადგილის შესაბამისად დაუფინანსდებათ.

გამარჯვებულები არიან:

I ადგილი - ანი ტაკიძე, 100%-იანი დაფინანსება

II ადგილი - ნუცა შუბლაძე, 70%-იანი დაფინანსება

III ადგილი - ანასტასია ქენქაძე, 50%-იანი დაფინანსება

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტის" მიერ გამართული ესეების კონკურსის მიზანი ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აბიტურიენტებისთვის მომავალ პროფესიაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. სწორედ ამიტომ, კონკურსანტებს შეეძლოთ აერჩიათ მოცემული ოთხი თემიდან ერთ-ერთი და ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის გზებზე:

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გზები და პერსპექტივები XXI საუკუნეში

ქრონიკული დაავადებები, როგორც თანამედროვე სამყაროს გამოწვევა

ცხოველების გავლენა ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - რას არ ვაქცევთ ადამიანები ყურადღებას?

ახალგაზრდა თაობაში ემოციური ინტელექტის განვითარების სირთულეები

"ევროპის უნივერსიტეტი" 2026 წლისთვის მიღებას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:

დიპლომირებული მედიკოსი GEO 1710101

დიპლომირებული მედიკოსი ENG 1710102

ვეტერინარია 1710103

სტომატოლოგია GEO 1710104.

სტომატოლოგია ENG 1710105

ფსიქოლოგია 1710106

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ