ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მთავრობის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი, ხოსე ლუის აბალოსი ქრთამის აღების, გავლენის ბოროტად გამოყენების, სახსრების გაფლანგვისა და სახელმწიფო კონტრაქტების გაყალბების საქმეში დამნაშავედ ცნო.

ასევე, აბალოსის ყოფილ თანაშემწეს, კოლდო გარსიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნული განაჩენი ერთ-ერთია იმ სასამართლო საქმეებს შორის, რომელიც პედრო სანჩესის „სოციალისტურ პარტიას“ უკავშირდება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი თავად არცერთ საქმეში არ არის დასახელებული.

მადრიდის სასამართლომ 2024 წელს სანჩესის მეუღლის ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მისი კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის გამო. გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, გომესმა თანამდებობა იმ სამაგისტრო პროგრამისთვის სპონსორების მოსაზიდად გამოიყენა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

20 ივნისს მოსამართლემ დაადგინა, რომ გომესი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და სასამართლოს პასპორტი უნდა ჩააბაროს. გომესი ბრალდებას უარყოფს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ