საქართველოს მთავრობა 47.3 მილიონ ლარად 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს

საქართველოს მთავრობის მიერ ახლად შექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” 47.3 მლნ ლარად 595 ახალ, 2026 წელს გამოშვებულ ავტომობილს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 5 ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილების შეძენას რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის გეგმავს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მთავრობა სპეციალიზებულ ავტომობილებს (პიკაპი), ჰიბრიდულ ავტომობილებსა და მაღალი გამავლობის ჰიბრიდულ ავტომობილებს ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” სატრანსპორტო საშუალებების შეძენას სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გეგმავს.

უფრო კონკრეტულად კი, რამდენიმე ნაწილად გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, მთავრობა ყიდულობს:

27 571 695 ლარად 305 სპეციალიზებულ (პიკაპი) ავტომობილს;

7 947 800 ლარად III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული 98 ავტომობილს;

9 218 040 ლარად III კლასის მსუბუქ სრულად ჰიბრიდულ 156 ავტომობილს;

2 319 900 ლარად II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდულ 33 ავტომობილს;

270 576 ლარად II კლასის 3 მსუბუქ ელექტრო ავტომობილს.

ტექნიკური დავალებების მიხედვით, მოთხოვნილია, რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს გამოშვებული.

ტენდერებში წინადადებების მიღება 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ