ემანუელ მაკრონი კირ სტარმერს მადლობას უხდის

მსურს მადლობა გადავუხადო კირ სტარმერს ფრანგულ-ბრიტანული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კირ სტარმერის მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერს უკრაინის მხარდამჭერ მსურველთა კოალიციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განახლებისთვის მადლობას უხდის.

„თავდაცვის, ბირთვული ენერგიის, კოსმოსისა და ინოვაციების სფეროებში ერთობლივი მუშაობა ამ ჩართულობის დასტურია. ჩვენი ხალხისა და ევროპის საკეთილდღეოდ ამ გზაზე სვლას გავაგრძელებთ“, - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, დღეს კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. სტარმერის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა შემოდგომამდე მოხდება. სტარმერი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევამდე თანამდებობაზე დარჩება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ