ლაშა ფარულავა - ვის ვესხმით თავს? ვლაპარაკობთ არაკეთილსინდისიერ ფულზე - საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ერთობა, ვიღაცებმა აირჩიეს ფული, ეროვნული ინტერესების ნაცვლად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ოპოზიციური ერთობის „ჩაშლაზე“ პასუხისმგებლობა იმ ჯგუფებს ეკისრებათ, რომლებიც, მისი შეფასებით, „საბანკო ოლიგარქიას“ წარმოადგენდნენ.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, აღნიშნულმა ქმედებამ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ქვეყანაც დააზიანა, რადგან „ევროპული არჩევანი წყდებოდა და ვიღაცებმა ეროვნული ინტერესების ნაცვლად ფული აირჩიეს“.

„მე მინდა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც დაეფუძნება საქმეს. ალიანსში იყო ეს მოტივაციები და განწყობები, თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვის ვესხმით თავს? ვლაპარაკობთ არაკეთილსინდისიერ ფულზე. მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ერთიან სიაზე და ერთობაზე საარჩევნო დროს. ამაზე ვინ ატეხა პანიკა? - იმ ჯგუფებმა, რომლებიც საბანკო ოლიგარქიას წარმოადგნენ. ამ საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ის ერთობა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპული არჩევანი წყდებოდა და ვიღაცებმა აირჩიეს ფული, ეროვნული ინტერესების ნაცვლად. ამით არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები დაზიანდა, ჩვენი ქვეყანა დაზიანდა“,- განაცხადა ფარულავამ.

ამასთან, პოლიტიკოსმა ისაუბრა სააკაშვილის ინიციატივაზეც, რომელიც პარტიაში შიდა კონკურენციის გაზრდასა და ახალი ლიდერების წარმოჩენას ითვალისწინებს. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადების ამოწურვის ფონზე, აუცილებელია ახალი ადამიანების გამორჩევა.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ პარტიაში იყოს მეტი კონკურენცია. უფლებამოსილების ვადა არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პოლიტიკური საბჭოს წევრებს გასდის, არამედ ყველას. საჭიროა ახალი ადამიანების გამორჩევა. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, ჩემი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ პროცესს. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა ნანუკას აქვს, როგორც ლიდერს. მართლაც, ნანუკა არის პოპულარული ადამიანი. მიხარია მისი მოსვლა პარტიაში“,- აცხადებს ფარულავა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა