ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, ელისაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„ძლიერი საქართველო-ლელოს" წევრის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ დაარღვია ალეკო ელისაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოახდინა ზეწოლა სასამართლოსა და პროკურატურაზე და პოლიტიკური ოპონენტი ტერორისტად მოიხსენია, რამაც შელახა ალექსანდრე ელისაშვილის საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება.

რეხვიაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ, სასამართლომ დაადგინოს ის ფაქტი, რომ „პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. დაეკისროს მოპასუხეს ცილისმწამებლური, მცდარი ცნობების უარყოფის ვალდებულება იმავე საშუალებებით, რა საშუალებითაც გავრცელდა, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის საჯარო ტრიბუნიდან განცხადებითა და მოპასუხის ოფიციალური, პირადი „ფეისბუქ" გვერდიდან გამოქვეყნებით კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 კალენდარულ დღეში".

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ