წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების პროექტის ფარგლებში, „ბიბლუსის“ მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული საბავშვო სამკითხველო კუთხე გაიხსნა

„ბიბლუსმა“ შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ქართული საბავშვო სამკითხველო კუთხე გახსნა. საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში (JUKIBU Interkulturelle Bibliothek für Kinder und Jugendliche), ბაზელში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლა „ნაკადულთან“ პარტნიორობით მოეწყო. ახალი სამკითხველო კუთხე უმნიშვნელოვანესი შენაძენია როგორც უშუალოდ საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ამ ქალაქში მცხოვრები სხვა ქართველი ბავშვებისთვის, რაც მათ მშობლიურ ენასა და ლიტერატურასთან კავშირის შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღნიშნული ინიციატივა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ეს ორგანიზაცია 2024 წელს „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ და მწერალმა გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს. საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც გიორგი კეკელიძეა, აგრძელებს იმ საგანმანათლებლო მოძრაობის საქმეს, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაეყარა.

ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში არსებული სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგება წარმოადგენს. ამასთან ერთად, საზოგადოება აქტიურად ემსახურება საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, მართავს ლექცია-სემინარებსა და საგანმანათლებლო პროექტებს. საზღვარგარეთ მსგავსი ქართული ბიბლიოთეკებისა და კუთხეების მხარდამჭერი კი „საქართველოს ბანკია“, რომელიც ორგანიზაციას საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ