ვლადიმერ პუტინი - რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს

რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე წაიკითხა.

„როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ მშვიდობას. თუმცა, რთული არ არის იმის დანახვა, რომ ამ ლოზუნგის მიღმა იმალება ნეოკოლონიური ამბიციები, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა, მათ შიდა საქმეებში ჩარევისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლის იძულების მცდელობები. რუსეთისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, მსგავსი „წესები“ კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

პუტინის თქმით, რუსეთი „მსოფლიო წესრიგის ჭეშმარიტად დემოკრატიულ საფუძვლებს“ მხარს უჭერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებას, ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობას, ასევე ქვეყნების მიერ საკუთარი განვითარების გზების თავისუფალ არჩევანს“, - აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ