ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის

ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „რაც მეტად იქნება მორღვეული კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“.

„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეთ საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2020, 2021, 2024 და 2025 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ