გიორგი შარაშიძე - ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ანექსიური პროცესები, „ოცნება“ კი ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს - ეს არის დანაშაულებრივი დუმილი

ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ანექსიური პროცესები, „ოცნება“ კი ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს - ეს არის დანაშაულებრივი დუმილი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს კითხვით, „ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ანექსიის გაპროტესტება პოლიტიკური მატრაკვეცობაა და დანაშაულებრივი დუმილის არჩევა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაა?!“

„ვეხმაურებით რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ანექსიის პროცესის დაჩქარებულ ნაბიჯებს. მოგეხსენებათ ბოლო დროინდელი პროცესები, როდესაც ჯერ კიდევ 9 მაისს, კრემლში ხელი მოეწერა რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებაც შემდეგ დაჩქარებული წესით, რუსეთის დუმამ მოახდინა. ამის შემდეგ ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ანექსიური პროცესები, როგორ ნიშნავს კრემლი და პირადად პუტინი საკუთარ წარმომადგენელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო სამართლის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა. სამწუხაროდ, „ოცნება“ ამ საკითხზე ამჯობინებს დუმილს. ჩვენ გვინდა ვუთხრათ „ოცნებას“, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის დანაშაულებრივი დუმილი.

მოგეხსენებათ, რუსეთი ომში ყოველდღიურად განიცდის მარცხს უკრაინასთან და მას ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვეული გამარჯვების ისტორიები. ამ გამარჯვების ისტორიას, სამწუხაროდ, როგორც მინიმუმ, „ოცნების“ დუმილის ხელშეწყობით, ის აღწევს ჩვენს ტერიტორიაზე, სამაჩაბლოს ისტორიულ ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში.

ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ანექსიის პროცესის საწინააღმდეგოა, „ოცნებამ“ უწოდა პოლიტიკური მატრაკვეცობა. მინდა „ოცნებას“კითხვა დავუსვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ანექსიის გაპროტესტება პოლიტიკური მატრაკვეცობაა და დანაშაულებრივი დუმილის არჩევა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაა?! მოქალაქეები ყველაფერს კარგად ხედავენ და ეს სამწუხარო რეალობა მალე უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება