ირაკლი კობახიძე - წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში - დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია

დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.

„გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უხეში დათვლებით დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ