ირაკლი კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კრიტიკული ამოცანა აქვს - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ

ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს გარედან ახვევდნენ თავს სიძულვილსა და აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის.

„ამ სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვივოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია, ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, ამ საქართველოს საქმიანობა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო - სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში,ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად ვმოქმედებთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე