მედია - Procter & Gamble-მა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ ურთიერთობა შეწყვიტა

კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს, - ინფორმაციას City AM-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს.

City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და ჩვენ ვიყენებთ მკაცრ მიდგომას სანქციების დაცვის მიმართ, მედია შესყიდვების პრაქტიკის ჩათვლით. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ მიდგომა და შევაჩერეთ საქართველოში ტელეკომპანია „იმედიდან“ რეკლამირება“, - აღნიშნა Procter & Gamble-ის პრესსპიკერმა.

City AM-ის ცნობით, მსგავსი გამოძიება დაიწყო Nestle-მაც და გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი, ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ