რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - დასავლეთი მზად არის კონკურენტების შესაკავებლად ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენოს

დასავლეთი მზად არის კონკურენტების შესაკავებლად ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გლობალურ და რეგიონულ დონეზე კონკურენტების შესაკავებლად, მსგავსი მიდგომის მამოძრავებელი ძალები არ ერიდებიან ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებას, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური, პროპაგანდისტული, ეკონომიკური თუ სხვა სახის“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, „მულტიპოლარულ სისტემასა და წესებზე დაფუძნებულ წესრიგს შორის ბრძოლა გაძლიერდება“.

„მსგავს პირობებში ჩვენ და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ჩვენი პრინციპებისთვის, იდეალებისთვის და ხედვისთვის ცხოვრების გაგრძელება და ბრძოლა მოგვიწევს. ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგის მომხრეები ცდილობენ ინტეგრაციულ გაერთიანებებს ძირი გამოუთხარონ. ასევე, ისინი ხელს უწყობენ ილუზიებს იმის შესახებ, რომ ხალხების ისტორიისა და გეოგრაფიის გადახედვა შესაძლებელია. უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე დაკვირვებით ნათელია, თუ რა ტრაგედიამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე ამ ყველაფერმა“, - აღნიშნა უშაკოვმა

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ