მეცნიერებისა და ინოვაციების როლი ეკონომიკისა და სხვადასხვა ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებასა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებისთვის - ეს იყო 11 ივნისს, ბაქოში გამართული გლობალური ღონისძიების, „Technovation by PMI-ს“, მთავარი თემა, რომელზეც ბიზნეს ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა და დარგის ექსპერტებმა იმსჯელეს.
ღონისძიება აზერბაიჯანში აშშ-ის სავაჭრო პალატის თანაორგანიზებით ჩატარდა. „Technovation by PMI“ არის იმ საერთაშორისო ფორუმების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის გაღრმავებას ინოვაციების, მეცნიერებისა და რეგულაციების გარშემო.
ბაქოში გამართულ ფორუმზე მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა პროგრესმა და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით გატარებულმა რეფორმებმა, წვლილი შეიტანოს ეკონომიკისა და ბიზნესებისეტაპობრივ ტრანსფორმაციაში, მდგრად განვითარებაში და მოემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს.
ღონისძიების მთავარი სლოგანიც - „მომავალს ვქმნით ერთად“, სწორედ აღნიშნულ მიზანს გამოხატავდა. დისკუსიის თითოეული მონაწილე აღნიშნავდა, რა მნიშვნელობა აქვს მხარეების კოორდინირებულ მუშაობას ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ და რამდენად დიდია სამეცნიერო მტკიცებულებების როლი ამ პროცესში.
„Technovation by PMI“ ბაქოში მისასალმებელი სიტყვით გახსნა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ელნურ ალიევმა.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა AmCham Azerbaijan-ის პრეზიდენტი დიანატ სადულაევი, რომელმაც ხაზი გაუსვა სამთავრობო უწყებებს, ბიზნეს საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას ინოვაციებზე დაფუძნებული ზრდის სტიმულირებისთვის. ალექსეი კიმმა, ღონისძიების თანაორგანიზატორი კომპანიის საგარეო ურთიერთობების დირექტორმა ყურადღება გამახვილა ისეთი რეგულაციებისა და დაბეგვრის სისტემის აუცილებლობაზე, რომელიც წაახალისებს ინოვაციებს, შექმნის უფრო სიღრმისეულ საჯარო-კერძო პარტნიორობას და სარგებელს მოუტანს მთელ საზოგადოებას. პირველ პანელურზე დისკუსიაზე, რომელშიც აზერბაიჯანის ეკონომიკური სექტორის წამყვანი სამთავრობო აქტორები მონაწილეობდნენ, განიხილეს აზერბაიჯანისა და კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხი, როგორიცაა „ეკონომიკური დივერსიფიკაცია არასანავთობო და გაზის სექტორის პოპულარიზაციისა და განვითარების გზით“.
დისკუსიას წარმართავდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - ელნურ სულთანოვი; ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - ვალეჰ ალასგაროვი და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრის (C4IR Azerbaijan) აღმასრულებელი დირექტორი - ფარიზ ჯაფაროვი. პანელის მოდერატორი იყო ტუგრა მუსაევა - AmCham-ის IDE კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და Pasha Financial Holding-ის ინოვაციების ხელმძღვანელი.
მეორე პანელური დისკუსია ეხებოდა თემას - „კორპორაციული ტრანსფორმაცია ზიანის შემცირებისა და მდგრადი განვითარებისკენ“. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ იყენებენ კომპანიები ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სამეცნიერო მიღწევებს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის, მდგრადობის უზრუნველსაყოფადდა გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მარიანა კერიმოვა, bp-ის ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიების მენეჯერი; დოქტორი უიგარ დურგუნაი, Acwa-ს აღმასრულებელი დირექტორი და ტომოკო იიდა, PMI-ის სამეცნიერო მიმართულების დირექტორი.
მხარეებმა განიხილეს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო რეგულაციების მომზადებისას სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებით ხელმძღვანელობას და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამასთან, რა მექანიზმებით არის შესაძლებელი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში.
ტომოკო იიდამ დისკუსიის დროს ხაზი გაუსვა სამეცნიერო მტკიცებულებების მნიშვნელობას როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს სექტორის შემთხვევაში.
მისი თქმით, კორპორაციული ტრანსფორმაციის პირობებში, რომელიც ემსახურება მდგრად განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შემცირებას, მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო ორგანოებმა თუ კერძო სექტორმა სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკასა და იმ მითებზე, რომლებიც ინდუსტრიასა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით არსებობს:
„არსებობს ორი მთავარი მითი: პირველი - ინდუსტრიის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენებია გავრცელებული; შედეგები კი, შესაძლოა მანიპულაციურად იყოს მიჩნეული. რაც არასწორი და მეტსაც გეტყვით, გადაჭარბებულიც კია. ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ უამრავ კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული კვლევა მეცნიერულად იყოს განმტკიცებული. კეთილსინდისიერების დასაცავად მივყვებით მკაცრ გაიდლაინებს, თუმცა მესმის, რატომ აქვს საზოგადოებას მსგავსი შეხედულებები. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არსებობს უამრავი დამოუკიდებელი კვლევაც, განსაკუთრებით სამთავრობო კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული, მათ შორის, აშშ-ში, იაპონიასა თუ გერმანიაში და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, სწორედ მათ დაეყრდნონ.
მეორე მითი - კვლევების თანახმად, მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას, ჰგონია, რომ ნიკოტინი იწვევს კიბოს, რაც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მცდარი წარმოდგენაა. კერძოდ - „კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო“ (IARC), ყველაზე პრესტიჟული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სიმსივნური დაავადებების კვლევებზე მუშაობს, ყველა ქიმიურ ნივთიერებას ამოწმებს. როდესაც მტკიცებულება აჩვენებს, რომ კონკრეტული ქიმიკატები იწვევს კიბოს ან ამის პოტენციალი არსებობს, შეჰყავთ სპეციალურ სიაში. კვლევებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით, აღნიშნულ სიაში ნიკოტინი არ შედის. სამეცნიერო კვლევების თანახმად, კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი არის წვის პროცესი“, - განმარტა ტომოკო იიდამ, „Technovation by PMI-ს“ თანაორგანიზატორი კომპანიის სამეცნიერო ჩართულობის დირექტორმა.
მან ისაუბრა იმ გრძელვადიან კვლევებზეც, რომლებიც მისივე განმარტებით, ცხადყოფს, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ, ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად:
„რეალური მონაცემები არის ის შედეგები, რომლებსაც პროდუქტების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ვიღებთ. კერძოდ, დისკუსიის დროს ვისაუბრე იაპონიის შემთხვევაზე, სადაც 10 წლის წინ შემოიტანეს ახალი პროდუქტები და კვლევის თანახმად, მწეველთა ნახევარმა თავი დაანება სიგარეტის მოხმარებას, მას შემდეგ, რაც მათზე გადავიდა. ასე რომ 10 წელიწადში მოწევის მაჩვენებელი განახევრდა.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულება შვედეთიდან, სადაც მოიხმარენ უკვამლო პროდუქტს. ეს არის პაკეტი, რომელიც ორალური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. კვლევის მიხედვით, შვედეთში მამაკაცებმა აღნიშნული პროდუქტის გამოყენება დაახლოებით 50-60 წლის წინ დაიწყეს, დღეს კი ოფიციალური მონაცემებით, მათ ევროკავშირში ფილტვის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ფილტვის კიბოს შემთხვევაში, დაავადების გამოვლენას დაახლოებით 20-25 წელი სჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი დრო იყო მოსახლეობაზე დაკვირვებისთვის. რასაც ახლა ვხედავთ, არის შედეგი იმისა, რომ შვედი მამაკაცი მწეველები სიგარეტიდან არაწვად პროდუქტზე გადავიდნენ, რამაც კიბოს შემთხვევები შეამცირა. ეს არის რეალური კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ზიანის შემცირება, თუნდაც სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება და ნაკლებად მავნე პროდუქტებზე გადასვლა, რეალურად მუშაობს“, - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.
ტომოკო იიდა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობები რეალურ კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით არ იხელმძღვანელებენ, მწეველები კვლავ გააგრძელებენ სიგარეტის მოხმარებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების ტვირთი კვლავ გაიზრდება, - „იაპონიაში ჩატარდა ჯანდაცვის ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებშიც გამოჩნდა, რომ თუ მწეველთა ნახევარი გადავიდოდა ნაკლებად მავნე პროდუქტებზე, ეს ნიშნავს 3 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვას მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისთვის,“ - განმარტა ტომოროკო იიდამ, PMI-ს სამეცნიერო ჩართულობის დირექტორმა.
ღონისძიება დასკვნითი სიტყვით შეაჯამა AmCham Azerbaijan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაურ კარიმოვმა. მან მადლობა გადაუხადა საპატიო სპიკერებს, მონაწილეებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და ორგანიზატორებს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ღონისძიების წარმატება ასახავს საერთო მიზანს - ხელი შეეწყოს ინოვაციებს, ცოდნის გაზიარებას და აზერბაიჯანის და ფართო ჭრილში კავკასიის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
„Technovation by PMI-ს“ 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ბიზნესის მაღალი რგოლის ხელმძღვანელები, მთავრობის ოფიციალური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რაც ამ დისკუსიის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს Technovation-ს უკვე უმასპინძლეს აშშ-სა და შვედეთში.