ნიკა გვარამია - საერთოდ ფეხებზე მკიდია, დამიჭერენ თუ არა - რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რაც შიგნით ხდება

გულწრფელად გეტყვით, საერთოდ ფეხებზე მკიდია, ესენი დამიჭერენ თუ არა, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მის წინააღმდეგ საქმეში არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს.

„სადაც ორი ქალია ციხეში, ერთი დააბრმავეს და მეორე ვერ გადაადგილდება, მზია ამაღლობელზე და ელენე ხოშტარიაზე ვამბობ, ოთხი შვილის დედაა ხოშტარია, მე მგონი მესამე ქალს კიდევ იჭერენ - მარიამ მეყანწიშვილს, ერთი შვილის დედას; სადაც ციხეში უშვებენ ქალებს, იქ კაცები რომ დაგვიჭირონ, არაუშავს, გადავიტანთ. სამარცხვინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ „ქოცობა". რაც შეეხება პროცესებს, არ ვრჩები ხოლმე, ჩემზე მოწმე საქმეში არ ჰყავთ, არ ვიცი, რას ვუსმინო, რას დაველოდო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს",- განაცხადა გვარამიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსებისკენ იყო მიმართული.

„მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, ისე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, გეგონება გილაური მისი პრემიერ-მინისტრი არ იყო, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთან, მათი დამფინანსებელი ყოფილიყო წინასაარჩევნოდ, ამის მოსმენა უკვე შეუძლებელია. გუშინ, დავწერე სტატუსი, აქამდე თავდასხმებს ვპასუხობდი, ახლა თავდასხმებსაც აღარ ვუპასუხებ, მომბეზრდა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას" და იმას, რაც შიგნით ხდება. რაც შეეხება ალიანსს, ალიანსი ერთი პარტია, არც ერთიანი სია არ არის, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, არ მიიღოს",- განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე