პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი URC 2026-ზე კაროლ ნავროცკის არ მიწვევაზე - პრეზიდენტის სასახლეს ამ კონფერენციის მიმართ ოდნავი ინტერესიც არ გამოუჩენია

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის, ადამ შლაპკას განცხადებით, გაკვირვებულია იმ დისკუსიით, რაც პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არ მიწვევასთან დაკავშირებით არსებობს.

მისი განმარტებით, URC 2026 სამთავრობო ფორმატია.

„აღდგენის საკითხებზე მსგავსი კონფერენცია ასევე გაიმართა ბერლინში, უფრო ადრე - რომში. არც გერმანიის და არც იტალიის პრეზიდენტი არ დასწრებიან“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული კონფერენციის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს.

„აქ საერთოდ არ არის ბოროტი განზრახვა, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები: პრეზიდენტის სასახლეს ამ კონფერენციის მიმართ ოდნავი ინტერესიც არ გამოუჩენია, გარდა, შესაძლოა, ნეგატიური ინტერესისა“, - აღნიშნა ადამ შლაპკამ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გდანსკში დაგეგმილ კონფერენციას არ დაესწრება.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარცინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ კაროლ ნავროცკის არ მიუღო მოწვევა უკრაინის კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებს შეეხება და რომელიც ამ კვირაში ქალაქ გდანსკში გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ