ბაჩო ახალაიამ სასამართლოში ჩვენება მისცა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლოში ჩვენება მისცა. ის დაიკითხა მის წინააღმდეგ წარმოებულ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ შემდეგ ფრაზას ეხება: ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”.

როგორც ახალაიას მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ის როგორც დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა.

“დაცვის მხარემ დავკითხეთ, აბსოლუტურად ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, მთელი პროცესი ბაჩოს დაკითხვა მიმდინარეობდა, სხვა პროცესუალური მოქმედება არ ჩატარებულა. პროკურატურას საერთოდ კითხვა არ ჰქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაჩო დღემდე გამოძიებას არ დაუკითხავს, არც ბრალის წაყენებამდე და არც ბრალის წაყენების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარსია, დადგმულია ყველაფერი.

ბაჩომ იგივე გაიმეორა, რაზეც ბრალი წაუყენეს, უბრალოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის მისი მყარი მოსაზრება, რომ დიქტატორები სხვანაირად არ მიდიან და სხვანაირად ამ ქვეყანაში თავისუფლებას ვერ მოვიპოვებთ”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე