არჩილ გორდულაძე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს - თქვენი ბელადი არ იყო, ნიკა მელიას გადასარჩენად რომ გადადგა? - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ და საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებეთ

როგორ საუბრობთ „ნაცებზე“? თქვენი ბელადი არ იყო პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან რომ გადადგა „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე თავმჯდომარე, ნიკა მელიას გადასარჩენად? - თუ დაგვავიწყდა, რომ თქვენი ბელადი გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე სასტუმროში „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდნენ? - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

„შეუძლებელია ხოლმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრთის, „გახარიელების“ გამოსვლას არ გამოეხმაუროს ადამიანი. ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ და თავიანთი არაკომპეტენტურობა და ყველაფერზე ხელმომწერობა რომ დაადასტურონ. „გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს და თავისუფალ გამოსვლებზე სახელმწიფოს რეაგირება ჰქონდესო... ესენი იმ ძალის წარმომადგენლები არიან, რომლის ბელადიც ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, და ამასთან დაკავშირებით გულზე მჯიღის სცემით იმეორებდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო და როდესაც პასუხისმგებლობამ მას მიაკითხა ადგა და ერთ-ერთი ცხოველივით უცხოეთში გაიქცა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამავე გამოსვლაში გორდულაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა „ნაცები“ გვერდით სკამებზე უნდა მოიკითხონ.

„როგორ საუბრობთ „ნაცებზე“? თქვენი ბელადი არ იყო პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან რომ გადადგა „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე თავმჯდომარე, ნიკა მელიას გადასარჩენად? მანამდე საუბრობდა, რომ თურმე ერთ-ერთი ქვეყნის ელჩთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა გამართული. სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად იყო ეს ნაბიჯი გადადგმული და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და კონკრეტული დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა. „ნაცები“ მოიკითხეთ გვერდით, თქვენს გვერდით სკამებზე სხედან! აღარაფერს ვამბობ ადეიშვილის მოადგილეზე, რომელიც თბილისის საკრებულოში ოთხი წლის განმავლობაში გყავდათ და ოთხ მუნიციპალიტეტში თანაცხოვრობდით. ყველა შეტევის მონაწილე ხართ სახელმწიფოს მიმართ. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც ბედავენ და კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ. ეს ის ტერმინოლოგიაა, რომელიც გარე ძალებმა დაამკვიდრეს 2019 წლიდან მონატრებული და საინტერესოა, ამ დემოკრატიულ უკუსვლას თქვენი ბელადი რომ პრემიერი იყო, ეთანხმებოდა?“- განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ადასტურებს რამდენად არაკომპეტენტურები არიან.“

„თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც ეთანხმებოდით და ეთანხმებით კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის არმინიჭებას, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობებს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხარტ და წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცებს“. თუ დაგვავიწყდა, რომ თქვენი ბელადი გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე სასტუმროში „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდნენ? შემდეგ თავის მართლება მოგიწიათ. ყველა თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს რამდენად არაკომპეტენტურები ხართ...

არაკომპეტენტურობა, ამ ქვეყნის ღალატი, საზოგადოებაზე თავდასხმა, პათეტიკური განცხადებები არ გიშველით, რადგან ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ და საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებეთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე