სერგეი ლავროვი - ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა - ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან

ზელენსკი ფიურერია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინასთან დაკავშირებით „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაზე განაცხადა.

„ის ფიურერია, რომელიც ამ როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ზელენსკი „რუსეთის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე“ დააყენა.

„ევროპა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის კვლავ მთავარი საფრთხეა. ბრიუსელი, პარიზთან, ბერლინთან და ლონდონთან ერთად, ისევე როგორც ჰიტლერის გერმანია მეორე მსოფლიო ომის წინ, კონტინენტს ნეონაციზმისა და რუსოფობიის დროშების ქვეშ აერთიანებს. ამჯერად ეს დროშები ზელენსკის გადასცეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის განცხადებით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება.

„ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ იმას, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან. ვადასაც კი ასახელებენ - არაუგვიანეს 2030 წელს“, - განაცხადა ლავროვმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე