საგარეჯოში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც გაზის აფეთქების შედეგად მიღებული მძიმე დამწვრობით 12 დღე საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა და აფეთქდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ