ანტონიო გუტერეში - ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ენერგეტიკულ ბაზრებზე უდიდესი შოკი გამოიწვია, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს მხოლოდ ენერგორესურსების პრობლემა აღარ არის, იგი ვალის ტვირთის ზრდას, სურსათის გაძვირებასა და განვითარების შეფერხებასაც იწვევს.

„ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება საჭირო შვებას მოიტანს, თუმცა კონფლიქტის ეკონომიკური და სოციალური შედეგები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება“, - აცხადებს ანტონიო გუტერეში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა