პარტია „დროა“ - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო, ციხეში შოთა თუთბერიძე და ანი ქავთარაძე შევიდნენ - ისინი მთავარ ექიმს ხვდებიან

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში, მთავარ ექიმს ელენე ხოშტარიას ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე პოლიტიკოსის ნდობით აღჭურვილი პირი ანი ქავთარაძე ხვდებიან.

„ელენეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო, ახლა ციხეში შევიდნენ ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანი ქავთარაძე. მთავარ ექიმს ხვდებიან. გამოსვლისას გააკეთებენ განცხადებას“, - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ამისთვის ხელჯოხის გამოყენება ესაჭიროება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ