მაკა ბოჭორიშვილი - ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, როგორიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა, არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე. უბრალოდ უინტერესოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება გლობალურად სამყაროში, ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ მას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაფართოების პროცესზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მასში თავად კანდიდატი ქვეყნები იქნებიან ჩართული.

„გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ