ვლადიმერ პუტინი - დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან - მზად ვართ, ნებისმიერ გარე და შიდა საფრთხეს ვუპასუხოთ

დასავლეთის ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსები მილიტარიზაციის გასამართლებლად მოსკოვის მხრიდან საფრთხის შესახებ ცრუ განცხადებებს იყენებენ.

„დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ ემზადებიან ჩვენთან ომისთვის, ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს, ხოლო ასეთი ხარჯების და მათი სახელმწიფოების რადიკალური მილიტარიზაციის გასამართლებლად, ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერები ცრუ განცხადებებს იყენებენ ვითომდა რუსეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხის შესახებ“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა სწრაფად და ადეკვატურად უპასუხოს ნებისმიერ გარე და შიდა გამოწვევას.

„მზად ვართ, ოპერატიულად და ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ გარე და შიდა საფრთხეს“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან მან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეები ისტორიულ მიწებს ათავისუფლებენ“.

„დღეს რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები ვაჟკაცურად და ეფექტურად წყვეტენ ამოცანებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ათავისუფლებენ ჩვენს ისტორიულ მიწებს“, - აღნიშნა პუტინმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე