ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, შეეხება თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს

ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევებას.

ამასთან, დარახველიძე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება და მას ენიჭება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება.

„თუკი იგი არის მსჯავრდადებული და სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, კონკრეტული ვადის - ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1/3, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1/2, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 2/3-ის მოხდის შემდეგ, ადგილობრივ საბჭოს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება ექნება, განცხადების მომართვის გარეშე, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ დანაშაული ჩადენილი და მათზე განაჩენი დამდგარია, ქვეყნიდან გაძევებას“, - განაცხადა დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილეს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა კითხვით, სასჯელთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები გავრცელდება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

პასუხად, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები ეხება ყველა ადამიანს, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და კანონი ერთ ადამიანზე ვერ იქნება მორგებული.

„მინდა, საზოგადოებისთვის კარგად განვმარტო, როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამიტომ ბუნებრივია, ერთ ადამიანზე ვერ იქნება ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იყოს დაინიცირებული“, - განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ