ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე დაგეგმილ კონფერენციას არ დაესწრება

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში დაგეგმილ კონფერენციას არ დაესწრება - უკრაინის დელეგაციას იულია სვირიდენკო უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

იულია სვირიდენკოს ცნობით, მიმდინარე კვირაში პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე დაგეგმილ კონფერენციაზე, URC 2026-ზე უკრაინის დელეგაციას გაუძღვება.

„კონფერენციაზე უკრაინის გუნდის შემადგენლობაში უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები, ჩვენი თემების წარმომადგენლები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები და დეპუტატები შევლენ“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კონფერენციას არც პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი დაესწრება.

შეგახსენებთ, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის მიერ გადაცემული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა, ზელენსკის მიერ ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის „უპა-ის გმირების“ სახელწოდების მინიჭების გამო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ