მასუდ პეზეშკიანი და აბას არაღჩი პაკისტანში ჩავიდნენ

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ირანის დელეგაციას პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და რამდენიმე მინისტრი დახვდნენ.

„პაკისტანსა და ირანს ძლიერი ძმური კავშირები აკავშირებთ, რომლებიც ღრმად ფესვგადგმულია ისტორიაში, რწმენასა და კულტურაში. პაკისტანის ხელმძღვანელობა და ხალხი თბილად მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრ არაღჩის და ირანის დელეგაციას ისლამაბადში“, - აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ პაკისტანმა და კატარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვეიცარიაში აშშ-ირანის სამიტი დადებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. მიღწეულია იმედისმომცემი პროგრესი, მათ შორის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების მექანიზმის შექმნის კუთხით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ