დონალდ ტრამპი - „ფეიკ ნიუსის“ მიუხედავად, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ აშშ-ის გამარჯვება უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს, ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ ინსპექტირებას მომავალში - მუდმივად!

ირანი ბირთვულ ინსპექტირებას დათანხმდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მიუხედავად მათი პროტესტისა და საწინააღმდეგო ცრუ განცხადებებისა, რასაც თან ახლავს „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებული ამბები, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ის გამარჯვება რაც შეიძლება უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს, ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ ინსპექტირებას მომავალში (მუდმივად!!!). ეს უზრუნველყოფს „ბირთვულ კეთილსინდისიერებას“. თუ ისინი ამას არ დათანხმდებოდნენ, მაშინ შემდგომი მოლაპარაკებები არ იქნებოდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „იმ მნიშვნელოვანი დათმობების საფუძველზე, რომელზეც ირანი წავიდა, დათანხმდა იმას, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს, საზღვაო ბლოკადის გარეშე“.

„თუმცა ყველა გემი ადგილზე რჩება იმ შემთხვევაში, თუ ბლოკადის აღდგენა აუცილებელი გახდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თანხას ან სანქციებს, რომელსაც აშშ-ის ხაზინა ათავისუფლებს, აშშ-ის მიერ გაკონტროლდება და გამოყენებული იქნება აშშ-დან საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, ასევე, ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდის, ხორბლისა და სოიოს შესაძენად. ეს ყველაფერი ირანს ძალიან სჭირდება. ეს ჰუმანიტარული კრიზისია და ვფიქრობ, რომ დახმარება აუცილებელია ახლავე, ვიდრე გვიანი იქნება“, - აცხადებს ტრამპი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ