20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება

20 ივნისს თბილისში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ბევრი ავტომობილი დააზიანა. „თიბისი დაზღვევის“ ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლების სადაზღვევო შემთხვევების შედეგად დამდგარი ზიანი უკვე 4 მილიონ ლარს აღემატება, შემთხვევების რაოდენობა კი 2 500-ს აჭარბებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტიქიური მოვლენით გამოწვეული შემთხვევების ასეთი მასშტაბი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევის როლი იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ დღეებში თიბისი დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევების მართვის გუნდები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თითოეული შემთხვევა დროულად შეფასდეს და მომხმარებლებმა საჭირო მხარდაჭერა სწრაფად, გამჭვირვალედ და მათ საჭიროებებზე მორგებულად მიიღონ.

თიბისი დაზღვევაში აღნიშნავენ, რომ როცა ავტომობილი მოულოდნელად ზიანდება, მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროცესი სწრაფად, მარტივად და ზედმეტი სირთულეების გარეშე წარიმართოს. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი ამოცანაა, დაზარალებულმა მომხმარებლებმა მხარდაჭერა დროულად მიიღონ, ხოლო შემთხვევის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი მათთვის მარტივი და გამჭვირვალე იყოს.

კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევების შეფასება და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე