„ალდაგი“ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, წინასწარი მონაცემებით, 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე დაფიქსირდა 3 000-მდე განაცხადი. სტიქიამ ძირითადად საცალო და კორპორატიული სეგმენტის ავტომობილები დააზიანა.

მიმდინარე მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობა და მიყენებული ზარალის მოცულობა დინამიურად იცვლება და ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ავტომობილების ნაწილის შეფასება უკვე დასრულებულია და კომპენსაციების გაცემა დაწყებულია. მომხმარებლებისთვის შეთვაზებულია ავტომობილების შეკეთების ინდივიდუალური გეგმაც.

„სტიქიის პირველივე წუთებიდან, ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს დედაქალაქში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელთა დასახმარებლად. ალდაგი ავტოდაზღვევის ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პორტფელს ფლობს, კორაპორატიულ და საცალო სეგმენტში, შესაბამისად, სტიქიის მასშტაბი ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მეტად შეეხო. პროცესის სირთულიდან გამომდინარე, ალდაგის ქოლ-ცენტრი გადაყვანილია 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე, რათა ოპერატიულად მოხდეს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ