გრიგოლ გეგელია - რუსეთი უკვე სრული და საბოლოო ანექსიის ფაზაზე გადავიდა - საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს და მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც ევროპელი ელჩია დასატუქსი და გასალანძღი

განცხადებები, რომელიც დღეს კრემლიდან გავრცელდა, არის სრულიად საგანგაშო და ქართული მხარის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს - მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაკვირველია, სრულად დუმს საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც რომელიღაც ევროპელი ელჩია დასატუქსი და გასალანძღი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „მაშინ, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გმირმა, გიორგი ანწუხელიძემ და მისმა გმირმა თანამებრძოლებმა, დღეს კიდევ ერთხელ ამხილეს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია, სწორედ ამ დღეს, საქართველოს ე.წ. პრემიერმა გაბედა და ტოლობის ნიშანი დასვა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ევროპარლამენტის "ქოცურ" არაღიარებას შორის".

„დღეს, უკვე პირდაპირ გამოცხადდა, რომ დაწყებულია ე.წ. ორი ოსეთის ფორმალურად გაერთიანების პროცესი. გარდა იმისა, რომ არ არსებობს არავითარი ორი ოსეთი, არამედ არსებობს ცხინვალის რეგიონი, საქართველოს ძირძველი კუთხე და მთის გადაღმა ოსეთის რესპუბლიკა, ეს არის პირდაპირი განაცხადი რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მხრიდან, რომ სუსტი და უმოქმედო ქართული რეჟიმის პირობებში, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა საქართველო აქცია იზოლაციაში მყოფ, უსუსურ წარმონაქმნად, ასეთი რეჟიმის პირობებში რუსეთი უკვე სრული და საბოლოო ანექსიის ფაზაზე გადავიდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაკვირველია, სრულად დუმს საქართველოს სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც რომელიღაც ევროპელი ელჩია დასატუქსი და გასალანძღი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ხმა არ გაიღო ირანის ელჩის მიერ გაკეთებული ღია და პირდაპირი მუქარების წინააღმდეგ! რომელიც არსად და აღარასდროს იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ უფლებებს!

იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გმირმა, გიორგი ანწუხელიძემ და მისმა გმირმა თანამებრძოლებმა, დღეს კიდევ ერთხელ ამხილეს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია, სწორედ ამ დღეს, საქართველოს ე.წ. პრემიერმა გაბედა და ტოლობის ნიშანი დასვა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ევროპარლამენტის "ქოცურ" არაღიარებას შორის. ამით მან კიდევ ერთხელ შეურაცხყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისთვის მებრძოლი გმირები და არაღიარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკა, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი დგას. რასაკვირველია, ამით ის დღეს კიდევ ერთხელ დაესხა სწორედ იმ ევროპარლამენტს, რომელიც არაღიარების პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

ეს არის ქართული ჯარის მძარცველი რეჟიმის მორალური და პოლიტიკური კატასტროფა! თუმცა, რა გასაკვირია ეს ყველაფერი იმ რეჟიმისგან, რომლის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, ერთხელაც არ არის ნათქვამი რუსეთი და არაფერი არ გაკეთებულა გასული წლების განმავლობაში არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უკეთ დასაცავად, ან რაიმე ისეთი ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც გაამყარებდა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ უფლებებს.

ეს დუმილიც, ნაცვლად იმისა, ახლა ხელისუფლება განგაშის ზარს სცემდეს, საერთაშორისო პარტნიორებს რთავდეს და ყველა ბერკეტს იყენებდეს, რომელიც საგარეო ასპარეზზე დემოკრატიულ ხელისუფლებას გააჩნია, ნაცვლად ამისა, ისინი დაკავებულები არიან სამარცხვინო დუმილით, ალბათ იმ მომენტამდე, როცა შემდეგი ევროპელი ელჩისთვის საქმის გარჩევა გახდება „ქოცურად“ საჭირო“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება